weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქარტია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს

22:45 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მთავარი პროკურატურისგან ითხოვს დაუყოვნებლივ გამოიძიონ 2018 წლის 10 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „კურიერი“ რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა რეპორტაჟს, როდესაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ჯერ მიკროფონი წაართვეს და გადაღებული ვიდეომასალის წაშლა მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, ქვებით შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეომასალის წაშლის მიზნით კამერა წაართვეს. „კურიერის“ ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ჩაკეტილი. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ჟურნალისტებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო ორგანოებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაემიჯნოს მედიაზე ძალადობას და უზრუნველყოს საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოდ მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]