weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ივანიშვილის დავალებით ცესკო აპირებს არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნოს – სააკაშვილი

12:03 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018
არქივის ფოტო / Reuters არქივის ფოტო / Reuters

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლას ახდენს. სააკაშვილის ინფორმაციით, ცესკო აპირებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დანიშნოს, რათა გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.

„ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც არც დამოუკიდებელი არაა და მგონი, არჩევნებსაც არ უნდა გააკარო, აპირებს არჩევნების დანიშვნას, უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27 ან 28 ნოემბერს, სამშაბათს ან ოთხშაბათს. რატომ აკეთებს ამას, სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თბილისსა და სხვა ქალაქებში. ისინი კვირაობით მიდიან ტრანსპორტით სახლში, რათა ხმა მისცენ. უცხოეთში მყოფი ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც ვაშაძეს მასობრივად უჭერს მხარს, კვირაობით დადის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ დღეებში ეს ხალხი მუშაობს. ივანიშვილი მათ უკეტავს არჩევნებზე მისვლის გზას. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გაანთავისუფლებენ სამსახურებიდან, დასვავენ ავტობუსებში და წაიყვანენ ხმის მისაცემად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა მანიპულაცია და უკანონობაა.

„ეს არის იმდენად საზიზღარი მანიპულაცია, იმდენად დაცინვაა ქართველი ხალხის ნების, იმდენად უკანონობაა, არალოგიკურია, რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა გამოაცხადა წინასწარ რომ ყველაფერზე წავა. ვერ უშველის მას ეს ხრიკები. ხალხო, მოვემზადოთ იმისთვის რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. კანონმდებლობის თანახმად, ცესკომ პირველი ტურის საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში, ანუ 17 ოქტომბრამდე, უნდა გამოაქვეყნოს, რის შემდეგაც, მეორე ტური 2 კვირის ვადაში ჩატარდება. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ვიდრე არ გამოცხადდება საბოლოო შედეგები, მეორე ტურის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია.

„მედია უკვე ერთი კვირაა სულ სხვადასხვა თარიღებს ავრცელებს - 25 ნოემბერს, 28 ნოემბერს და 2 დეკემბერს. არცერთი არ არის რეალური, ვიდრე ცესკო არ გადაწყვეტს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა) შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]