weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია – გიორგი გახარია

16:55 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას, ხვალინდელ დღეს. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა,რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არცევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვას, პოლიციის მობილიზებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან საჭიროების მიხედვით.

„ჩვენ წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გადაადგილებას გააგრძელებენ საღამოსაც. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა სახის გამოწვევას რაც შეიძლება იყოს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]