weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა – ზურაბიშვილი

21:33 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქართველი ხალხის არჩევანი მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანაა.

„ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანი, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ მომავალშიც. უნდა გავამთლიანოთ, დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ ის. ამიტომ მე გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებთ რასაც შევძლებთ, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]