weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მივდივარ კი არა, ახლა მოვდივარ, ქოცებო – ნიკა გვარამიამ ქვეყნიდან წასვლა გადაიფიქრა

10:54 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მიუხედავად, ქვეყნიდან წასვლას აღარ აპირებს.

როგორც გვარამიამ 28 ნოემბერს, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ თქვა, არჩევნები ლეგიტიმური არ არის.

„გამარჯვებას მის მაგივრად ბიძინა ივანიშვილი ზეიმობს. ლეგიტიმურად როგორ უნდა შეფასდეს ეს არჩევნები? მივდივარ კი არა, ახლა მოვდივარ, ქოცებო. ვუყურებ ბედნიერი სახით თქვენს დელეგიტიმაციას. დაელოდეთ ახლა ანგარიშებს საერთაშორისო ორგანიზაციების. მე მწამს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არ არის“, – განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ნიკა გვარამია არჩევნებამდე ამბობდა, რომ ქვეყანას დატოვებდა, თუ სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა პრეზიდენტი.

„მე წავალ ბედნიერად ამ ქვეყნიდან, რადგან არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი. ეს არის რუსეთის პროვინცია საქართველო და მე მირჩევნია სხვაგან ავაშენო ჩემი და ჩემი შვილების მომავალი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ არჩევნების პირველ ტურამდე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.54% მიიღო, რაც 1 147 106 ხმაა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 40.46% აქვს, რაც 779 614 ხმას შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]