weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს – ვაშაძე

19:17 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება ძალა ერთობაშიასპრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და მის წინაშე ოპოზიციას მორალური და პოლიტიკური ვალდებულებები არ გააჩნია.

„საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ, არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“, – განაცხადა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი ჩატარდა, რის გამოც „ძალა ერთობაშია“ არჩევნებს არ აღიარებს და მის შედეგებს არ ცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]