weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრას ეკა ბესელია არ ესწრება

17:26 სამშაბათი, 08 იანვარი 2019

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, არჩევნების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.

„შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ბოლო პერიოდში პარტიაში არსებული დაპირისპირება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია განიხილება. „ქართული ოცნების“ შეხვედრას არ ესწრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიიდან ეკა ბესელიას გარიცხვაზე მსჯელობენ.

„ტარდება სემინარი, შეხვედრა როგორც იცით ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. არის გარკვეული კონკრეტული თემებიც. ძირითადად არის კოორდინაციის და მენეჯმენტის გაუმჯობესება... რაც შეეხება მოსამართლეების თემას,  პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]