მარტი 20, 2019
weather cur horoscope tv

ვგმობთ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს – მაკრონი

19 თებერვალი, 2019 hits 125

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ყოველთვის გმობს ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც საქართველოში რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს. როგორც მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საფრანგეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს ჟენევის ფორმატში დიალოგის გაგრძელებას.

„ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ დიალოგის გაგრძელებას ჟენევის ფორმატში ამ საკითხთან დაკავშირებით. საფრანგეთის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა იყო, რომ ჩვენ ყოველთვის ვგმობთ იმ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ მომენტში მიმდინარეობს საქართველოში ე.წ. სადემარკაციო ხაზზე. ამის თაობაზე ჩვენ ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან.

ასეთი ტიპის პრაქტიკები, რაც ეხება რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციას, ეწინააღმდეგება ყველაფერს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩუმდებით.

საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და დაუშვას ევროკავშირის მისიები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, რომ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წელს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა დღეს, ელისეს სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო -საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]