weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ღარიბაშვილის დაბრუნება ნიშანია, რომ კიდევ უფრო ძველები ბრუნდებიან – ქუცნაშვილი

13:49 სამშაბათი, 05 მარტი 2019

„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ პარტიაში კიდევ უფრო ძველები ბრუნდებიან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე.

„ეს პროცესი, რომ კიდევ უფრო ძველები ბრუნდებიან, მითუმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებები „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აერთიანებს ერთმანეთში ძველებსაც და ახლებსაც“,  – განაცხადა ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

დღეს, 5 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში იმ ფონზე დაბრუნდა, როდესაც „ქართული ოცნების“ და საპარალმენტო უმრავლესობის რიგები შვიდმა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, მირიან წიკლაური და გია ჟორჟოლიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]