ივნისი 20, 2019
weather cur horoscope tv

როდის გაიგეთ ბოლოს, რომ ვიღაც დააყაჩაღეს – ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქალაქეებს

18:15 ორშაბათი, 15 აპრილი 2019 hits 260

„როდის გაიგეთ ბოლოს, რომ ზუგდიდში ვიღაც დააყაჩაღეს“, – ეს კითხვა დაუსვა „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სოფელ კორცხელში შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით უკამყოფილებას გამოთქვამდნენ. მოქალაქეებისა და მერობის კანდიდატის საუბრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მიშას დრო მენატრება. კი, მიშას დროსაც გირგვლიანი იყო, რამდენი მკვლელობა იყო, მაგრამ ახლა სარალიძე, რამდენი მკვლელობაა, რა ხდება? ქუჩაში ვერ გაივლი თავისუფლად, ღამე ვერ გადიხარ. იმათ სიბინძურეში ამ მთავრობამ გადააჭარბა“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

გიორგი შენგელიამ მოქალაქეებს ჰკითხა, დაესახელებინათ ერთი კაცი მაინც, ვისაც ღამით ქუჩაში გამოსვლის ეშინია.

„ყველას გვეშინია, ვინც აქ დგას. მანეთი გვაქვს და იმას წაგვართმევენ“, – უპასუხეს შეგელიას.

„ქუჩაში დღესაც მშვიდად დადიან ჩვენი მოქალაქეები, დღესაც არავის აყაჩაღებენ და პირიქით, ბოროტებებზე უმალვე ხდება რეაგირება და ამ ფაქტების გამოვლენა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესს“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში განუცხადეს, რომ კორცხელის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რამდენიმე „მიგზავნილ“ ადამიანს გიორგი შენგელიასთვის პროვოკაციის მოწყობა და მისი წყობიდან გამოყვანა სურდა.

ზუგდიდში ყაჩაღობის გახმაურებული შემთხვევა 2 მარტს მოხდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორები დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ორი პირი დააკავა, რომელთაგან ერთი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]