weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

TI „ოცნებას“ მოუწოდებს, საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან თავი შეიკავოს

17:46 სამშაბათი, 14 მაისი 2019

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ეხმაურება ბოლო დღეებში, ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებს, რამაც, ორგანიზაციის განცხადებით, შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და შელახოს ადამიანის უფლებები.

„დღეს ტელეკომპანია „ოდიშმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში, ასევე, განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები, სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

დღესვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ აუცილებელია, ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი დადგინდეს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ეხმაურება 13 მაისს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც რამდენიმე ადამიანი ირწმუნება, რომ ხმების სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფულად დახმარებას სთავაზობდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, სასწრაფოდ გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში; ხოლო პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, „რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]