weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფრთხილად იყვნენ, ივანიშვილის სასახლის ნაცვლად ციხეში არ აღმოჩნდნენ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

17:40 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის და ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის გეგმებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილი ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სასახლის ნაცვლად ციხეებში არ აღმოჩნდნენ.

„ჩვენი მთავარი ოპოზიციური პარტია, ენმ გამოვიდა ახალი გეგმით, რომ მათი გეგმაა რეგიონებში ფრონტის გაშლა, საპროტესტო აქციების ჩატარება და, საბოლოო ჯამში, როგორც ქარლბატონი რულოვსი აცხადებს, უნდათ, რომ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან დაასრულონ ეს აქცია. პირდაპირი მოწოდებებიც მოვისმინეთ ჩვენ ამ რადიკალიზაციის მიმართულებით. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელი. ეს ადამიანები მინდა გავაფრთხილო, რომ ფრთხილად იყვენენ, სასახლის ნაცვლად არ აღმოჩნდნენ ციხეებში“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

როგორც 20 მაისს, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე დღეს, სანდრა რულოვსმა განაცხადა, ზუგდიდიდან საპროტესტო ტალღა დაიწყება, რომელიც მთელ ქვეყანას გადაედება და დასრულდება თბილისში, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან. რულოვსმა თქვა, რომ ოპოზიცია ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას მოითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]