სხვა ოპოზიციური პარტიების წინასწარი შედეგები ასეთია:
„ევროპული საქართველო“ – 3.77%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26%
„ლელო“ – 3.16 %
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1%
„გირჩი“ – 2.87%
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 1.34%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ – 0.84%
„დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა/ქდმ“ – 0.57%
იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია პარლამენტში შევიდეს, 1%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტიაა მასში გაერთიანებული.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცესკოს წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ. მათ ცესკოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამთენიისას აქცია გამართეს. ცესკოსთან იმყოფებოდა „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა და ინტერვიუ მოითხოვა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ინტერვიუზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც გვარამიამ ცესკო დატოვა. ცესკოს მიერ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებამდე, „მთავარი არხმა“ მისივე დაკვეთითა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხევითად, ოპოზიციამ ჯამში 57% მიიღო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 41%.
ოპოზიცია აქციას გეგმავს დღეს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე.
ამ თემაზე:
„ოცნება“ – 41%, ენმ – 33%, „ევროპული საქართველო“ – 5%, „ლელო“ – 4% – მთავარი არხის ეგზიტპოლი
რეგიონებში 2 ოლქს ოპოზიცია იგებს, 7-ს „ოცნება“, 13-ში მეორე ტურია – ეგზიტპოლი