weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – „ლელო“ 

00:00 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა დატოვეს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ „აქცია ერთი პარტიის აქციად იქცა“. 

„ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება ჩვენ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული. 

ჩვენი ოპოზიციური ერთობა უნდა ემყარებოდეს ძირითად პრინციპებს  და ეს პრინციპები შეთანხმებული იყო ოპოზიციური ფორმატის მიერ – ახალი არჩევნების დანიშვნა და ცესკოს გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის მარწუხებისგან.

„ლელო საქართველოსთვის“ გუნდმა აქცია დატოვა იმის გამო, რომ ეს აქცია იქცა ერთი პარტიის აქციად. „მიშა ჩამოდი“ შეძახილები, მიშა თითქოსდა მთავარი წარმომადგენელი ძალა ამ ოპოზიციური ერთობისა, არ არსებობს. ეს არის ოპოზიციური ერთობა, რომელსაც შეადგენენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები, მაგრამ ორი ძირითადი საკითხის გარშემო. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიასა და გუნდს, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ორ მთავარ მოთხოვნაზე“, – განაცხადა კუპრაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, სჯერა, რომ რიგი პარტიები შეძლებენ  „საკუთარი კომპლექსების გვერდზე გადადებას“ და შეთანხმებაზე პასუხისმგებლობის აღებას.

„სხვა დამატებითი მოთხოვნები – „მიშა ჩამოდი“ თუ ა.შ. – ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ვნახეთ, რომ რიგმა პარტიებმა ეს მთავარ შემადგენელ ნაწილად აქციეს. შესაბამისად, თუ რაიმე ხელს უშლის მიზანს, ივანიშვილის სახლში გაშვებას და ოპოზიციურ ერთობას, სწორედ ასეთი ქმედებებია“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ბათუმში, 15 ნოემბერს გამართულ აქციაზე, მოქალაქეების ნაწილი მისული იყო ტრანსპარანტებით – „მიშა, ჩამოდი“.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]