„გავიგოთ პასუხები, როგორ აპირებს ხელისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცვას წესრიგი, დაიცვას თითოეული მოქალაქე და თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომლითაც იმუქრებიან კონკრეტული ჯგუფები და ადამიანები. ველოდებით, რომ ბატონი გომელაური მოვა და ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ვისაუბრებთ ამ თემებზე“, – განაცხადა სამნიძემ.
ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ოპოზიციურ პარტიას აქვს უფლება, მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბაროს.
„თუმცა საკითხი – რამდენად იქნება წესრიგი დაცული – ამაზე მინისტრის წინასწარ დაბარება, არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია“, – აღნიშნა სამხარაძემ.
5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც პირველი ივლისიდან დაიწყება. წელს მარშის სლოგანია „გამოდი სოლიდარობისთვის“.
გუშინ, ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას და ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა უზრუნველყოს.