weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გამგებლებს გავალებთ, გამოყოთ კვირაში ორი დღე და მოვუსმინოთ ადამიანებს – კალაძე 

12:45 ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021

თბილისის მერმა, კახა კალაძემ რაიონების გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე, ხუთშაბათი და პარასკევი, მოქალაქეების მიღებისთვის გამოყონ.

„საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანების ჩართულობა იმ პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია, ასევე, ადამიანებთან ელემენტარული კომუნიკაცია, ელემენტარული მოსმენა თუ ვის რა უჭირს, რა სჭირდება, რა თანადგომაა საჭირო.

ამიტომ გამგებლებს გავალებთ, გამოყოთ კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი და პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ ადამიანებს.

მე კარგად მესმის ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ, რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდის, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი, უნდა იცოდეს კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს, რატომ ვერ კეთდება“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, მოქალაქეების მერიაშიც ხუთშაბათსა და პარასკევს მიიღებენ. 

საკრებულომ თბილისის რაიონების გამგებლები 7 დეკემბერს დაამტკიცა. ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძეა, დიდუბის – ვლადიმერ ძნელაძე, გლდანის – ლევან ნაროუშვილი, ვაკის – დავით კვინიკაძე, ისნის – ნიკა ელისაშვილი, კრწანისის – ბექა მიქაუტაძე, მთაწმინდის – დავით კირკიტაძე, ნაძალადევის – ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს – გაიოზ ვასაძე, სამგორის – კახა სამხარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]