weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ტყუილებს რომ დაანებებთ თავს, მერე დაგელაპარაკებით – ხინჩეგაშვილი ჟურნალისტს 

10:21 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს შეკითხვაზე, როგორ შეხვდება გორი ახალ წელს, უპასუხა, რომ მაშინ დაელაპარაკება, როცა „ტყუილებს თავს დაანებებენ“. 

გორის მერს ჟურნალისტმა უთხრა, რომ ამ მარტივ კითხვაზე პასუხის მისაღებად რამდენიმე საათი ელოდა.

„მერე, გითხარით, რომ ვაკეთებდი კომენტარს, რომ მელოდებოდით? არ მითქვამს. რატომ მელოდებოდით? გითხარით, არ ვაკეთებ კომენტარს. თუ რატომ არ ვაკეთებ კომენტარს, გეუბნებით: ტყუილებს რომ დაანებებთ თავს, მერე დაგელაპარაკებით“, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა. 

ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მერობის კანდიდატად ის „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. 

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი მედიის მისამართით „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს შეისწავლის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]