„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ უნდა მოგმართოთ ვადაზე ადრე შემიწყვიტოთ უფლებამოსილება. უკვე დავწერე განცხადება და ვტოვებ საკრებულოს. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, რადგან თითქმის შვიდი წელია საკრებულოში ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეყოლება ღირსეული საკრებულო, ღირსეული თვითმმართველობა და თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსები იქნებიან თვითმმართველობაში. წარმატებები ყველას! წარმატებები, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მიხედვით, ირაკლი ლაგვილავას ადგილმონაცვლე გიორგი კორტავა იქნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 მანდატი მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – „გახარია - საქართველოსთვის“.
ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია, რადგან სხდომა კანდიდატების დასახელებამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.