weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გვჭირდება მტკიცე გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო არასოდეს შევლენ ნატო-ში – რიაბკოვი 

11:18 სამშაბათი, 11 იანვარი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება მტკიცე და წყალგაუმტარი გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის სრულიად აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატო-ს წევრი. ვისურვებდით, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე უკან იქნეს გაწვეული ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ფორმულა და ის შეიცვალოს შემდეგით: „უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები“. 

ყელში ამოგვივიდა არაგონივრული საუბრები, ნახევარი დაპირებები, არასწორი ინტერპრეტაციები იმისა, თუ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს, ასე ვთქვათ.

გვჭირდება მტკიცე, წყალგაუმტარი და სამართლებრივად სავალდებულო გარანტიები, რომ არასოდეს გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე. 

ორშაბათს, 10 იანვარს, ჟენევაში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთი ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. რუსეთს სურს, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე, არ მიიღოს ახალ წევრები და უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. გარდა ამისა, რუსეთის მოთხოვნაა, რომ ნატო-მ შეიარაღება არ განათავსოს რუსეთის საზღვრებთან და უარი თქვას, ალიანსში გაწევრიანებული იმ ქვეყნების მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებაზე, რომლებიც ალიანსს შეუერთდნენ ნატო-სა და რუსეთს შორის 1997 წელს, ფუძემდებელი აქტის ხელმოწერის შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]