weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-მ ბაკურიანში 5958 კვ.მ ტყის პრემიერის ცოლისთვის გადაცემა გააპროტესტა 

16:52 პარასკევი, 28 იანვარი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაბა ბაკურიანში 5958 კვ.მ ტყის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის გადაცემა გააპროტესტეს. როგორც პარტიის ლიდრებმა, გიორგი ბოტკოველმა და ლევან ხაბეიშვილმა განაცხადეს, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომ ტყე ხალხს დაუბრუნდეს

თბილისიდან ბაკურიანში ჩასულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ადგილზე პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. იქვე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც თავს ადგილობრივებს უწოდებდნენ, ოპოზიცინერებსა და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ.

„როდესც უნდა მივსულიყავით იმ ადგილზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ოჯახს დაურეგისტრირა ტყის ფონდიდან, დაგვხვდა პოლიციის კორდონი, გადაგვიკეტეს გზა და განმარტებას ვერ გვაძლევდნენ, რატომ არ გვიშვებდნენ ტყეში. მოყვანილი ჰყავდათ ყოფილი თანამდებობის პირები, მაგალითად, ბაკურიანის პოლიციის უფროსი, რომელიც ორი თვის წინ გააგდეს სამსახურიდან, წყალკანალის ყოფილი უფროსი და ააიპ-ში დასაქმებულები“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ის და ლევან ხაბეიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც მივიდნენ და საკრებულოს წევრებს, პეტიციაზე ხელის მოწერა შესთავაზეს.

„იქ, სადაც ღარიბაშვილმა სახლი ააშენა, სარეკრეაციო ზონა იყო. ბორჯომის მუნიციპალტეტის საკრებულომ ყვლაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს მშენებლობის ნებართვა მიეღო იქ, სადაც არ შეიძლებოდა.

ახლა, საკრებულო სამართლებრივად არაფერ შუშია, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ ეს ქონება ხალხს დაუბრუნდეს. საკრებულო არჩევითი ორგანოა და ხალხმა ხმა მისცა იმისთვის, რომ ბაკურიანელების, ბორჯომელების ინტერესები დაიცვას. ხელომწერების შეგროვება საკრებულოდან დავიწყე და მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვე, ხელი მოეწერა. ნუნუკა თამაზაშვილის უკანა ეზო ვერ იქნება ბაკურიანი. საკრებულოს თავმჯდომარე ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ გაიქცა. გვითხრა, ამას არ ვიცნობ და გავეცნობიო“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში, საკუთარ სახლთან, სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5958 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარგებლობაში, 49 წლის ვადით, 2021 წლის 28 დეკემბერს გადაეცა. ტყით სარგებლობის სანაცვლოდ მან წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტში 6255 ლარი უნდა გადაიხადოს. აუქციონის პირობების მიხედვით, ნუნუ თამაზაშვილს უფლება აქვს ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით – ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ხე-მცენარეები ჭრისა და შემოღობვის გარეშე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]