weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კიდევ გასარკვევია რატომ არის ლელო, როგორც ბრენდი, პოლიტიკური პარტიის ლოგოზე – წულუკიანი 

11:58 პარასკევი, 11 თებერვალი 2022

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, უკმაყოფილოა იმით, რომ ლელო პოლიტიკურ პარტიას უკავშირდება. 

„ლელოს რომ ვერ დებენ, ეს უკვე ჩანს. სხვათა შორის, მე, როგორც სპორტის მინისტრი, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ლელო, როგორც ბრენდი, არის, და ეს კიდევ გასარკვევია რატომ, პოლიტიკური პარტიის ლოგოზე. მაგრამ ამ დისკუსიას ერთი წუთით რომ თავი დავანებოთ, არასერიოზული ძალაა. ვერ ჩამოყალიბდა სამწუხაროდ, ოპოზიციურ ძალად“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

წულუკიანს ჰკითხეს, საით მიდიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. 

„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ ძალას, ეს მხოლოდ სევდიანი ისტორიაა იმიტომ, რომ კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ყველა იმედს და დაპირებას იძლეოდა იმისა, რომ „ნაცებო დაგამთავრებთ თუ დაგასრულებთ“ – ასეთი ტიპის ციტატა აქვს ნათქვამი, რეალურად, მისი პოლიტიკური ძალა გახდა „ნაცინალური მოძრაობის“ დანაყოფი. ეს დასანანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]