weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ – ზურაბიშვილი 

12:12 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ. ის, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

„ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. 

უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე დაიწყო. შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, განხორციელდა სარაკეტო შეტევები აეროდრომებზე, და უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე. 

როგორც სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უწყების თანახმად, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ. როგორც ზელენკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არა მხოლოდ ბომბებით, არამედ ყალბი ცნობების (ე.წ. ფეიკების) გავრცელებითაც უტევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]