weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამგორის გამგებელი აქციის მონაწილეებს: „მაგარი სი*ები და ქვეყნის მტრები ხართ“ 

11:37 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ წევრი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე თბილისში გუშინ გამართულ მრავალათასიან აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის აქციის მონაწილეებს ქვეყნის მტრებს უწოდებს და აგინებს.

სამხარაძემ Facebook-ში პოსტი აქციის დასრულებიდან მალევე გამოაქვეყნა.

„გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ  დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე , მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასედ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე  მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“,  – ამბობს სამხარაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის გუბერნატორიც იყო.

აქცია „შინ ევროპისკენ“ რუსთაველის გამზირზე გუშინ, 20 ივნისს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აქციის დისკრედიტაციას ცდილობდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასაც უწოდებდა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ათასი ადამიანი მაინც შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მავე დროს, გააპროტესტეს ხელისუფლების ქმედებები, რის შედეგადაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ვერ მიიღო. აქციის ორგანიზატორებმა ევროსაბჭოსადმი მიმართვა წაიკითხეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს მწერლებმა, მსახიობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის წევრებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და სტუდენტებმა. გამომსვლელებს შორის არცერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა.

 

ამ თემაზე:

„ბოლოს ასეთი მნიშვნელობის მიტინგი 1989 წელს იყო“ – თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]