weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომში საარჩევნო უბნებზე ძალოვნები არიან მობილიზებული – ზაზა ჩაჩანიძე

13:03 კვირა, 12 ნოემბერი 2017

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. როგორც ჩაჩანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძალოვანების მობილიზება განსაკუთრებით სოფლებში შეინიშნება.

„ყველა უბანზე არიან მობილიზებული ეს მანქანები. აშკარად ეტყობათ, რომ ძალოვნები არიან. არის გარკვეული დარღვევები, რომელთა შესახებაც მოგვიანებით განცხადება გაკეთდება. მე ხმა მივეცი იმას, რომ ბორჯომში აღარ იყოს ძალადობა, ხვალიდან დაიწყოს აღმშენებლობა და ხალხმა დაისვენოს იმ ძალადობისგან და უტიფარი ქცევისგან, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა ჩაჩანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბორჯომში არჩევნების მეორე ტური ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „სამართალდამცავები მობილიზირებულები არიან ექსცესების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების მიზნით, თუმცა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზება არ მომხდარა“, – აცხადებენ შსს-ში.

ბორჯომის N36 საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს. პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% (5059 ხმა) მოგროვება შეძლო. მეორე ადგილზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე გავიდა, რომელმაც ხმების 40.15% (5035 ხმა) მოაგროვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]