weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია – ნინო ბურჯანაძე

19:17 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს. სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დღეს, პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია.

„ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც რუსეთი ფეხზე დააყანა და იმ ქვეყნად აქცია, რომელსაც ანგარიშს უწევენ. პუტინის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

პოლიტიკოსის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში „ბევრი შეეცდება, მაქსიმალური პრობლემები შექმნას“. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ბოლო დროის მოვლენები, მათ შორის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო კამპანიისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად.

„ყველაფერი, რაც ახლა კეთდება უკრაინაში, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, კეთდება იმისთვის, რომ გარკვეული ჩრდილი მიადგეს საპრეზიდენტო არჩევნებს“,  - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, მას მიაჩნია, რომ „დასავლეთი რუსული ხასიათის და რუსი ხალხის სპეციფიკას ვერ გაიგებს“ და ეს მოვლენები მხოლოდ გაზრდის პუტინისადმი მხარდაჭერას.

„რაც უფრო მეტი იქნება დასავლეთის მხრიდან ზეწოლა, პრობლემები და სანქციები, მით მეტი იქნება ხალხის მხრიდან პუტინის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, ის იბრძვის იმისთვის, რომ რუსეთი ძლიერი, დამოუკიდებელი სახალმწიფო იყოს, რომელსაც შეუძლია თავისი მოქალაქეების დაცვა“, –  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ იყრის კენჭს. მან ამ გადაწყვეტილების შესახებ 6 დეკემბერს განაცხადა. იმ შემთხვევაში თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის რუსეთის პრეზიდენტი მეოთხედ გახდება.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]