weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„თელავმა“ საქართველოს თასის გათამაშებაში „ზუგდიდი“ დაამარცხა

17:13 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველ ეტაპზე ლიგა 3-ის წარმომადგენელ „ზუგდიდთან“ ზედა ეწერში გამართული მატჩი 2:0 მოიგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თელავური გუნდის რიგებიდან გოლები ახალწვეულებმა, გურამ ლუკავამ (75-ე წუთზე) და ირაკლი რუხაძემ (85-ე წუთზე პენალტით) გაიტანეს.

გიორგი დეკანოსიძის გუნდმა ზუგდიდელების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

21. სანიკიძე 13. მურველაშვილი 3. თოლორდავა 5. ბერიაშვილი 4. მარაქველიძე 8. კუკუჯანაშვილი (99. ნიქაბაძე 67) 17. ლენა (11. გალახვარიძე 86) 77. რუხაძე 28. მარსელო 33. ხარებაშვილი (6. ნოზაძე 79) 12. ლუკავა.

გაფრთხილება: ნოზაძე (80), ლენა (83).

საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპზე „თელავის“ მეტოქე ხვალ, „რუსთავის“ დუბლებსა და ვანის „სულორს“ შორის მატჩში გაირკვევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]