weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორს“ გაწვრთნის

10:55 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

შოთა არველაძე მუშაობას ტაშკენტის „ფახთაქორში“ გააგრძელებს. არველაძე უზბეკური საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და „ფახთაქორისა“ და „ბუხარას“ მატჩსაც დაესწრო, ამჯერად კი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „სპორტი 360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ პირობები შეათანხმებულია.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ქართველი მწვრთნელი 2010-დან 2015 წლამდე თურქული კლუბების, „ქაისერისპორის“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსპორის“ მთავარი მწვრთნელი იყო, გასულ ზაფხულს კი თელ ავივის „მაკაბის“ ჩაუდგა სათავეში და მის ხელმძღვანელობით ებრაული კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ქართველმა მწვრთნელმა ებრაული კლუბი მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]