weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კრისტიანო რონალდო კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს

11:08 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდო ამიერიდან ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას დაიცავს. იტალიური გრანდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი საბერძნეთში ჩავიდა, სადაც ფეხბურთელი შვებულებას ატარებს და ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერიც გადაწყდა.

შეთანხმების თანახმად, მადრიდის „რეალი“ 105 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად რონალდო „ბებერი სინიორას“ რიგებში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ითამაშებს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 30 მილიონ ევროს აიღებს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო რონალდო „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობდა და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. პორტუგალიელმა ლიდერმა მადრიდში ყველა შესაძლო გუნდური და პირადი ტიტული მოიგო, უამრავი რეკორდი დაამყარა და 438 მატჩში 451 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]