weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რიად მაჰრეზი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა

15:11 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგის გამორჩეულ მოთამაშესთან, ალჟირელ რიად მაჰრეზთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ „სიტიმ“ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო, რითაც მაჰრეზი ყველაზე ძვირადღირებული ალჟირელი ფეხბურთელი გახდა. 27 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

რიად მაჰრეზი აქამდე „ლესტერ სიტის“ ღირსებას 4 სეზონის განმავლობაში იცავდა, სადაც მან ინგლისის ჩემპიონატი მოიგო და რამდენიმე მნიშვნელოვან პირად საფეხბურთო ჯილდოს დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]