weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რომის პაპმა პუტინს მედალი – „მსოფლიოს მფარველი ანგელოზი“ გადასცა  

15:55 შაბათი, 06 ივლისი 2019

სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვატიკანში ვიზიტის დროს რომის პაპ ფრანცისკესგან უნიკალური მედალი „მსოფლიოს მფარველი ანგელოზი“ მიიღო.

როგორც „ინტერფაქსი“ წერს, გუშინ ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მედალი რომის პაპად ფრანცისკეს არჩევიდან მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით გამოუშვეს და ის პირველი მსოფლიო ომის დასრულების ას წლისთავს ეძღვნება. მასზე დატანილია რომის პაპ პიუს მეთორმეტის სიტყვები: „არაფერს კარგავ მშვიდობით. შესაძლოა ყველაფერი დაკარგო ომით“.

რომის პაპ ფრანცისკესა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 4 ივლისს შედგა. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო 2013 და 2015 წლების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]