weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პესკოვის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და „ნაცისტებისგან“ გაწმენდაა 

17:17 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი ეფექტურობით. პესკოვის თქმით, იდეალურ შემთხევაში უნდა მოხდეს უკრაინის ნაცისტებისგან გაწმენდა და მისი სამხედრო პოტენციალის განეიტრალება. 

პესკოვის თქმით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე თქვა, რომ „სპეციალური ოპერაციის“ მიზანი დელიმიტარიზაცია და დენაციფიკაციაა. ხოლო შეკითხვაზე, როგორ ესმით კრემლში დენაციკაცია და ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის ხელისუფლების შეცვლას, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

„იდეალურ შემთხვევაში, საჭიროა უკრაინის გათავისუფლება, მისი გაწმენდა ნაცისტებისგან, პრონაცისტურად განწყობილი ადამიანებისა და იდეოლოგიისაგან“, – განაცხადა პესკოვმა, თუმცა არ დააზუსტა, ვის მოიაზრებს კრემლი ნაცისტებში.

შეკითვას, ნიშნავს თუ არა დელიმიგტარიზაცია უკრაინის არმიის სრულად განადგურებას, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ნიშნავს სამხედრო პოტენციალის განეიტრალებას, რომელიც ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა, მათ შორის, უცხო ქვეყნების აქტიური საქმიანობის შედეგად“. 

ამასთან, პესკოვის თქმით, ოკუპაციაზე არავინ საუბრობს: 

„ამ შემთხვევაში, ეს სიტყვა აქ შეუსაბამოა. კიდევ ერთხელ ვილაპარაკე ორ ამოცანაზე, რომელიც ჩამოაყალიბა უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყნის პრეზიდენტმა. დანარჩენი უკვე უკრაინელი ხალხის არჩევანია“, – თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთის ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა, რისთვისაც უკრაინის საზღვრებთან 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი. სამხედრო აგრესიას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]