weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოკუპანტებს სურდათ კიევის დაბლოკვა და თავიანთი მარიონეტის დასმა როგორც დონბასში – ზელენსკი 

18:03 შაბათი, 26 თებერვალი 2022

„გავუძელით და წარმატებით ვიგერიებთ მტრის თავდასხმებს. კიევი და მის გარშემო მთავარი ქალაქები კონტროლდება ჩვენი არმიის მიერ. ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის დაბლოკვა და აქ თავიანთი მარიონეტის დასმა, როგორც დონბასში. მათ ვერ მოიპოვეს ვერავითარი უპირატესობა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა და უთხრა, რომ თუ ნახავენ ოკუპენტს და შეუძლიათ მისი შეჩერება და განადგურება, გააკეთონ ეს, ხოლო ქვეყნიდან წასულ უკრაინელებს მოუწოდა, დაბრუნდნენ უკრაინის დასაცავად.

ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა:

„მინდა, რუსეთში ყველამ მომისმინოს. ათასობით მსხვერპლი, ასობით ტყვე, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით, რისთვის გამოგზავნეს უკრაინაში. გამოგზავნეს სიკვდილისთვის და სხვების მოსაკლავად. რაც უფრო მალე ეტყვით თქვენს ხელისუფლებას, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, მით მეტი თქვენიანი დარჩება ცოცხალი 

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში ბევრი გამოდის ომის წინააღმდეგ და შოკირებულია ხელისუფლების სისასტიკით. ეს ძალიან სწორი რეაქციაა. მადლობელი ვარ ამ რეაქციისთვის. უბრალოდ გააჩერეთ ისინი, ვინც გატყუებთ თქვენ და ატყუებენ მთელს მსოფლიოს. საჭიროა ამ ომის დამთავრება. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ მშვიდობაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

უკრაინაში მესამე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციამ 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია ოკუპანტი სახელმწიფოს 3000-ზე მეტი ჯარისკაცი, 200-ზე მეტი კი ტყვედ ჰყავთ აყვანილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულებისა და ტყვეების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

26 თებერვლის დილის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, 200-მდე მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა, რომელთაგან 3 ბავშვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]