weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ჩვენ ვიქნებით, ვისაც რუსეთი მოადგება – ლიეტუვას პრეზიდენტი 

18:36 სამშაბათი, 01 მარტი 2022

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, არ გაჩერდება.

„თუ ჩვენ საშუალებას მივცემთ პუტინს, უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს, ის არ გაჩერდება. სანქციები გამოსაფხიზლებელი ზარია რუსეთის მოსახლეობისთვის, რათა ომს წინ აღუდგეს. უკრაინამ უნდა გაიმარჯოვოს, რუსეთი უნდა გავიდეს“, – დაწერა Twitter-ზე ლიეტუვას პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედამ ამ საკითხზე CNN-თან ინტერვუშიც ისაუბრა:

„ევროკავშირში, ევროპაში არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ახლა თავი უსაფრთხოდ იგრძნობს. დიახ, უკრაინა ნომერ პირველი სამიზნეა, მაგრამ თუ უკრაინა დაეცემა, დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებით, ვის კარსაც რუსეთი მოადგება“, – განაცხადა მან.

დღეს, ლიტუვამ, ესტონეთთან, ბულგარეთთან, ჩეხეთთან, ლატვიასთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად, გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიანიჭოს უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები ბლოკში მისი ოფიციალური გაწევრიანების შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]