weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სტეფანჩუკმა ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდა, „ბირთვული მანიაკი“ შეაჩერონ 

12:34 პარასკევი, 04 მარტი 2022

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდა, უკრაინის ცა დახურონ და ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ბირთვული მანიაკი“ უწოდა, შეაჩერონ. 

„რუსეთმა ევროპა და მსოფლიო ბირთვული არმაგედონის ზღვარზე დააყენა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები განზრახ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა იმ მიზნით, რომ მსოფლიო კატასტროფა იქნეს გამოწვეული“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაცილებით ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე ჩერნობილი. 

„ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ პუტინის დანაშაულებმა მიაღწია მსოფლიო მასშტაბს და ემუქრება ევროპის არსებობას, შესაძლოა კაცობრიობასაც. ეს დანაშაული აშკარად აჩვენებს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე შეიქმნას აკრძალული საფრენი ზონა უკრაინაზე, რათა დავიცვათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპაც და მსოფლიოც. შეაჩერეთ ბირთვული მანიაკი!“, – აცხადებს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. 

4 მარტს, ღამით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, დაბომბა. შედეგად, ხუთსართულიან სასწავლო კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. წინასწარი მონაცემებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ხანძარი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ აღჭურვილობას არ შეეხო, თანამშრომლები კი რისკების შესამცირებლად ზომებს იღებდნენ. მათივე თქმით, სადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ენერგოდარში შესვლა სცადეს, თუმცა მოსახლეობამ და ელექტოსაგურის თანამშრომლებმა მათ გზა გადაუკეტეს და ამის უფლება არ მისცეს. წუხელ ცნობილი გახდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიბომბა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]