weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს დახმარება, დაღუპულ გმირებზე პროცესი გრძელდება – პროკოპენკო

15:34 პარასკევი, 20 მაისი 2022

„აზოვის“ პოლკმა ვიდეო გაავრცელა, სადაც პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პროცესზე საუბრობს.

„მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის სამხედროების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების და ქალაქის დაცვის შეწყვეტის შესახებ.

მძიმე ბრძოლის, წრიული თავდაცვას და მომარაგების არარსებობის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამდით ჩვენთვის მნიშვნელოვან სამ პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები.

სამოქალაქო პირების ევაკუაცია მოხერხდა, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს აუცილებელი დახმარება და მოხერხდა მათი ევაკუაცია გაცვლითა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემდგომი გადაყვანით. რაც შეეხებათ დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებენ თავიანთი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას. დიდება უკრაინას!“, – ამბობს პროკოპენკო.

გუშინ, 19 მაისს, „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ ის და პოლკის ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რჩებიან და გრძელდება „გარკვეული ოპერაცია“, რომლის დეტალებზეც მან არ ისაუბრა.

„აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გამოყვანა 16 მაისს დაიწყო. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, ეს იყო ერთადერთი გზა მათ გადასარჩენად. მისივე თქმით, მარიუპოლის მცველებმა თავიანთი საბრძოლო დავალება სრულად შეასრულეს და მათი წყალობით, მტერმა ვერ შეძლო დაახლოებით 20 000-იანი პირადი შემადგენლობის სხვა რეგიონებში გადაყვანა.

არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი სამხედროები რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ანა მალიარის განცხადებით, ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ ადამიანებს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დააბრუნებენ.

 

ამ თემაზე:

„აზოვსტალში“ მყოფმა 1908 სამხედრომ იარაღი დადო – შოიგუ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]