weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

15:39 პარასკევი, 19 მარტი 2021

სომხეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყდა. არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს არის დანიშნული. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს შეხვდა.

„შეხვედაზე დავაფიქსირეთ, რომ შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოეხმაურა გაგიკ წარუკიანიც, რომელმაც თქვა, რომ რთული სიტუაციიდან ქვეყნის გამოსაყვანად, აუცილებელია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა.

„ამის გასაკეთებლად ერთადერთი ლეგიტიმური გზა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ხალხმა თავისი ხმით უნდა გადაწყვიტოს, ვის ანდოს ხელისუფლება“, – ამბობს წარუკიანი.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც გასული წლის ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის და ზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად, ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას. სომხეთის მოქალაქეთა ნაწილმა და ოპოზიციამ ეს ღალატად შეაფასა.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მზადყოფნა ნიკოლ ფაშინიანმა გასული წლის დეკემბერში გამოთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]