იანვარი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

განტვირთვა

ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელ მსახიობსა და პროდიუსერს, მაიკლ დუგლასს ჟურნალისტი სიუზენ ბროდი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ქალმა სატელევიზიო შოუ Today-ში ისაუბრა.

პოპულარული კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ მე-8 ეპიზოდი სათაურად „უკანასკნელი ჯედაი“ ჩინეთის მასშტაბით კინოთეატრებიდან მთლიანად მოხსნეს. მიზეზად ჩინელ მაყურებელში ფილმისადმი მინიმალური ინტერესის დონე სახელდება.

ჩინეთში აღმოჩენილი ბუმბულიანი დინოზავრი სახელად Caihong juji, რაც ჩინური ენის მანდარინის დიალექტზე ნიშნავს „დიდბიბილოიან ცისარტყელას“, პატარა ზომის იყო და ნისკარტთან გამონაზარდები, კისრის გარშემო კი მრავალფერი ბუმბულოვანი საფარი ჰქონდა.

მეცნიერებმა ათთვიანი ინტენსიური კვლევების შემდეგ მექსიკაში მსოფლიოს უდიდესი დატბორილი მღვიმის სისტემა აღმოაჩინეს, რომელსაც ნამდვილი წყალქვეშა საოცრებათა სამყაროც კი შეიძლება ეწოდოს. 347 კილომეტრზე გადაჭიმული მიწისქვეშა მღვიმეების ჩაძირული ლაბირინთი შთამბეჭავ სანახაობასთან ერთად…

სანამ კვენტინ ტარანტინო ფილმის გადასაღებად ემზადება, რომელსაც ჩარლზ მენსონის სექტის მიერ განხორციელებული გახმაურებული მკვლელობები ექნება ფონად, რეჟისორი მერი ჰარონი ცნობილი ამერიკელი კრიმინალის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობას იწყებს.

ლონდონში გამართული ლუმიერის კრეატიული ფესტივალი, რომელსაც ინგლისური კომპანია Artichoke 2009 წლიდან მართავს, 50-ზე მეტი ხელოვანის განათებულ ინსტალაციას მასპინძლობს.

ლოს ანჯელესში წამოწყებული კრეატიული ინიციატივა, სახელად „არქიტექტორები ცხოველებისთვის“, რომელიც დიზაინის კომპანიებსა და ინდივიდუალურ არქიტექტორებს აერთიანებს, უსახლკარო კატებისთვის განკუთვნილ სახლების აშენებას მოიცავს.

ე.წ. ულტრაიისფერი ტატუები მხოლოდ ულტრაიიისფერ შუქზე ჩანს. ძირითადად, ასეთ სვირინგებს საზოგადოების ის ნაწილი იკეთებს, ვისაც არ სურს დიდი ზომის ფერადი ტატუ, ანდა საიდუმლოებები ხიბლავს და ღამის კლუბებში სიარული მოსწონს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ბოლო პერიოდის სექსუალური ძაალდობის საკითხს ეხებოდა, 10 წამის განმავლობაში იცინოდა, შემდეგ კი ჟურნალისტს აუხსნა, რომ მსგავს რეალობასთან შეხება…

1872-1957 წლებში მცხოვრები ნორვეგიელი მათემატიკოსი კარლ სტიორმერი სტუდენტობისას უჩვეულო ჰობით იყო გატაცებული. მე-19 საუკუნის მიწურულს ის ოსლოს ქუჩებში დადიოდა და ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს ფოტოებს ფარულად უღებდა.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი