სექტემბერი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

აფგან მუხთარლი საპატიმროდან ორი დღით გაათავისუფლეს

13:53 - 08 თებერვალი 2018 hits 691
ფოტოზე ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხთარლი ფოტოზე ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ორი დღით გაათავისუფლეს. მუხთარლიმ საპატიმრო დაწესებულება გამონაკლისის სახით, დის, დისშვილისა და ძმისშვილის ორმოცზე დასასწრებად დატოვა.

აფგან მუხთარლი ზაქათალაში იმყოფება. მასთან ერთად არის ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც სოციალურ ქსელში მუხთარლისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

აფგან მუხთარლის და, მცირეწლოვანი დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები 31 დეკემბერს ნახეს. აფგან მუხთარლის ძმის განცხადებით, ქალი და ორი ბავშვი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ.

აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით, 30 მაისს გაირკვა, რომ ის ბაქოში იმყოფებოდა და დაკავებული იყო საზღვრის უნანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის გაიტაცეს და აზერბაიჯანში მალულად გადაიყვანეს. მისივე თქმით, მის გატაცებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აფგან მუხთარლი წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამშობლოში პოლიტიკური მოტივით იდევნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]