სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

რამზან კადიროვის დისშვილი გროზნოს მერად დანიშნეს

17:33 - 28 ივლისი 2018 hits 871

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დისშვილი გროზნოს მერად დანიშნეს. ეს გადაწყვეტილება 26 ივლისს, ქალაქის საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ქალაქის საბჭოს სხდომას თავად რამზან კადიროვი და მისი მრჩეველი, რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი ესწრებოდნენ.

„დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს იბრაგიმ ზაკრიევის კანდიდატურა გროზნოს მერის თანამდებობაზე. მის სასარგებლოდ ხმა 23-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო მისმა კონკურეტმა მუნიციპალური დაწესებულება „სურსადის“ ხელმძღვანელმა მუხუმ-ხასან ასაკოვმა 4 ხმა მიიღო“, - განაცხადეს მერიაში.

ჩეჩნეთის დედაქალაქის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მერი მუსლიმ ხუჩიევი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია. მერად დანიშვნამდე იბრაგიმ ზაკრიევი ჩეჩნეთის მთავრობაში ვიცე-პრემიერი იყო, მანამდე კი რამზან კადიროვის თანაშემწე.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, ჩეჩნეთში 158 მაღალი თანამდებობის პირიდან 30% კადიროვის ნათესავია, 23% თანასოფლელი, 12%-ს კი მისი მეგობრები და მეგობრების ნათესავები შეადგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]