weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი მთიან ყარაბაღში ჩატარდება

15:09 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (ConIFA) არაღიარებული სახელმწიფოების საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით 2019 წლის ევროპის ჩემპიონატს მთიან ყარაბაღში, სტეპანაკერტში ჩაატარებს.

ConIFA-ის ინფორმაციით, ჩემპიონატი მომავალი წლის ივნისში ჩატარდება და მასში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 2014 წელს შვეიცარიაში ჩატარდა, 2016 წელს აფხაზეთში, 2018 წელს კი ინგლისში.

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 2013 წელს დაფუძნდა და 25-ზე მეტ იმ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდებს აერთიანებს, რომლებიც FIFA-ს წევრები არ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]