weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ანგელა მერკელმა სომხეთის პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად ერევანში გაისეირნა

10:56 შაბათი, 25 აგვისტო 2018

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც საქართველოს შემდეგ ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან და პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთად ერევანში გაისეირნა. ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე ნიკოლ პაშინიანმა გამოაქვეყნა.

„ჩვენ ჩრდილოეთის პროსპექტზე“, - ასე დაასათაურა პაშინიანმა ფოტო.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სომხეთში საქართველოდან 24 აგვისტოს ჩავიდა. ვიზიტის პირველ დღეს მან სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი არმენ სარქისიანთან და ნიკოლ პაშინიანთან ერთად მოინახულა, ასევე მონაწილეობა მიიღო უმაღლეს დონეზე გამართულ მოლაპარაკებებში. დღეს გერმანიის კანცლერი ბაქოში გაემგზავრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]