weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

Prodigy-ს სოლისტი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

15:58 ორშაბათი, 04 მარტი 2019

პოპულარული ბრიტანული ელექტრომუსიკის ბენდ The Prodigy-ს სოლისტი კიტ ფლინტი ქალაქ დანმოუში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მუსიკოსი 49 წლის იყო.

ესექსის საგრაფოს პოლიციის თქმით, განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, რომ მუსიკოსი უგონოდ იყო, რის საფუძველზეც პოლიცია მისამართზე მივიდა, თუმცა მუსიკოსი გარდაცვლილი დახვდა. სამართალდამცავების განმარტებით, შემთხვევის ადგილას საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ.

The Prodigy 1990 წელს ჩამოყალიბდა და ბიგ ბიტის ჟანრის პიონერად ითვლება ისეთ ბენდებთან ერთად, როგორებიც არიან - The Chemical Brothers და Fatboy Slim. ელექტრო-ტექნო-ალტერნატიული მუსიკის ჯგუფს აღიარება და პოპულარობა მოუტანა ჰიტებმა: "Voodoo People", "Firestarter" და "Breathe". ჯგუფს შვიდი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

2016 წელს The Prodigy საქართველოს ესტუმრა და ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე კონცერტი ამერიკელ მომღერალ ქრის ბრაუნთან ერთად გამართა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]