დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულია

15:09 - 09 ოქტომბერი 2017 hits 308

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის რიგით მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალი გადაეცა.

სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტი და სათაური მზის ჩაქრობის შემთხვევაში დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობის დროზე მიანიშნებს. მასში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.

„8 წუთი“ სტუდია Siberfilms-ის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს - გიორგი გოგიჩაიშვილსა და დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს - მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა და პროდიუსერებს - გეგა ხმალაძესა და მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი