დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

2017 წლის ჯუნიორ ევროვიზია რუსმა კონკურსანტმა მოიგო

11:18 - 27 ნოემბერი 2017 hits 237

თბილისში გამართული 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა, ინგლისურენოვანი სიმღერით - „Wings“. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო და ქართველ კონკურსანტ გრიგოლ ყიფშიძეს 3 ქულით აჯობა.

აღნიშნული წარმატება რუსეთისთვის რიგით მეორეა - 2006 წელს ბუქარესტში გამართული ჯუნიორ ევროვიზია დებმა, ანასტასია და მარია ტოლმაჩიოვებმა მოიგეს.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. გრიგოლ ყიფშიძემ სიმღერა „გულის ხმა“ შეასრულა.

მომავალ წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი