დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

გელათის მონასტრის ფრესკების 3D ფორმატში დოკუმენტირება დაიწყო

12:01 - 30 ნოემბერი 2017 hits 118

საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო.

სამუშაოებს კომპანია „ინჟინრული აზრის“ თანამშრომლები და კედლის მხატვრობის ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ. პროექტი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტო ინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფით არქივაციას ითვალისწინებს.

ფრესკების დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაციის არსებობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.

„ფრესკების სკანირების დასრულების შემდეგომ, სააგენტოს მათზე პერმანენტული ზედამხედველობისა და მონიტორინგის საუკუთესო ინსტრუმენტი შეექმნება. სკანირებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდება სამომავლო კონსერვაციის პროცესზე კონტროლიც.

ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ცდომილებების გარეშე, მაქსიმალური სიზუსტით დაფიქსირდეს ფრესკული (კედლის) მხატვრობა, როგორც ბრტყელ, ასევე ცილინდრულ, სფერულ და სხვა რთულ ზედაპირებზე. ამასთან, ციფრული ფიქსირება ხდება კოორდინატთა სისტემაში და სამგანზომილებიან სივრცეში ინტერიერის თუ ექსტერიერის სკანირებულ ყველა მონაკვეთს ზუსტ ადგილმდებარეობას ანიჭებს.

სკანირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დამზადდეს გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ამა თუ იმ ფრესკის (ორიგინალის) ზუსტი ასლი, რომელსაც ცნობილი მუზეუმები საგამოფენო ექსპონატად გამოიყენებენ.

ამავდროულად ჩნდება, ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა რომლებზეც სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკური კონტაქტი დაუშვებელია.

ფრესკების ციფრული მოდელების მეშვეობით მეცნიერებიც ისარგებლებენ, რომელთაც როგორც გელათის, ისე სხვა საკულტო ნაგებობების კედლის მხატვრობებთან ვებ-გვერდების გამოყენებით ექნებათ წვდომა. დაარქივებული მასალები სამომავლოდ ხელოვნების დარგის სასწავლო დაწესებულებისათვის გახდება ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ფრესკების ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების სამუშაოები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41- სესიის გადაწყვეტილების საფუზველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება. საერთაშორისო ორგანიზაცია გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ სრულფასოვანი დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. თანამედროვე კვლევების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი ანაზომებისა და სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შემდგომში ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა სისტემაში განთავსდება.

გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმინდა მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის კონსერვაცია 2013 წელს განხორციელდა. 2015 წელს ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის კედლის მხატვრობის კონსერვაციაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი