weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნათია თოდუა ევროვიზიაზე შესაძლოა გერმანიის სახელით გამოვიდეს – Bild

14:29 კვირა, 24 დეკემბერი 2017

ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ, რომელიც ცოტა ხნის წინ კონკურსის The Voice of Germany (გერმანიის ხმა) გამარჯვებული გახდა, შესაძლოა გერმანიის სახელით ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ნათია თოდუა „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას სავარაუდოდ 2019 წელს მიიღებს. „რატომაც არა? ქართველი მომღერალი შეძლებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ხმების მიღებას“, - წერს Bild-ი.

გამოცემის ცნობით, კონკურსში ნათია თოდუას მონაწილეობას მხარს უჭერს მუსიკის ლეგენდა იურგენ დრიუზი, რომელიც ქართველი მომღერლის თაყვანისმცემელია.

„ნათია აბსოლუტურად შექმნილია ევროვიზიის მუსიკალური კონკურსისთვის და იმსახურებს წარადგინოს გერმანია. მას ამისთვის ყველა პირობა აქვს, არის მშვიდი, არა ექსცენტრიული, თანამედროვე და რაც მათავარია საერთაშორისო. მას შეუძლია მსოფლიო კარიერა გაიკეთოს“, – განაცხადა მუსიკოსმა.

კონკურსში მონაწილეობის იდეას ნათია პოზიტიურად შეხვდა. „შესაძლებლობა რომ ჰქონდეს დიდი სიამოვნებით გამოვიდოდა გერმანიის სახელით და ამით გადაუხდიდა მადლობას ქვეყანას, რომელმაც ასე კარგად მიიღო“, – წერს Bild-ი.

21 წლის ნათია თოდუა აფხაზეთიდან დევნილია. სიმღერა 17 წლის ასაკიდან დაიწყო და საქართველოსა და უკრაინაში სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა. The Voice of Germany-ის კონკურსში წარმატების შემდეგ მან თქვა, რომ საქართველოში განვითარების შესაძლებლობა არ მიეცა, ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში მის გამოსვლას ჟიურიმ „სასაცილო“, შესრულების მანერას კი „ხელოვნური“ უწოდა, რის გამოც უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა. ნათია თოდუა გერმანიაში Au-pair-ის პროგრამით რამდენიმე წლის წინ წავიდა, 2017 წელს კი The Voice of Germany-ის კონკურსში სცადა ბედი. ის 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტს შორის მოხვდა და ფინალურ შოუში მაყურებელთა ხმების 50.10% მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]