აგვისტო 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

„ევროვიზიის“ გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი გახდა

11:29 - 13 მაისი 2018 hits 319

ისრაელის წარმომადგენელი, 25 წლის ნეტა ბარზილაი მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზია 2018“-ის გამარჯვებული გახდა. მან სიმღერა სახელწოდებით "Toy" შეასრულა.

ჟიურის შეფასების მიხედვით, მომღერალმა მესამე ადგილი დაიკავა. მასზე უკეთესი შეფასება ჟიურისგან შვედეთმა და ავსტრიამ მიიღო. თუმცა, განსხვავებული შედეგი აჩვენა მაყურებელთა ხმის მიცემამ. ისრაელის წარმომადგენელს ქართველი მაყურებლისგანაც უმაღლესი შეფასება – 12 ქულა ერგო. საბოლოო ჯამში, მეორე ადგილზე კვიპროსის წარმომადგენელი გავიდა, მესამე ადგილი კი ავსტრიელმა მომღერალმა დაიკავა.

აღნიშნული გამარჯვება ევროვიზიაზე ისრაელისთვის მეოთხეა: ნეტა ბარზალაიმდე კონკურსი მოგებული აქვთ შემდეგ შემსრულებლებს: Dana International - "Diva" (1998), გალი ატარი & Milk and Honey - "Hallelujah" (1979), იზჰარ კოენი & Alphabeta - "A-Ba-Ni-Bi" (1978).

„ევროვიზია 2018“-ის ფინალში 26 კონკურსანტი მონაწილეობდა. საქართველოს წარმომადგენელი ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“, რომელმაც მეორე ნახევარფინალში სიმღერა „შენი გულისთვის“ შეასრულა, ფინალში ვერ გადავიდა.

კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდა. 2019 წელს მას ისრაელი უმასპინძლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]