weather cur horoscope tv
დეკემბერი 17, 2024

მსახიობი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

17:17 კვირა, 13 მაისი 2018

მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრ დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით.

პირველად, როგორც მსახიობი, ბაადურ წულაძე გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“.1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. ბაადურ წულაძეს მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე; დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე „კინოშოკი“ – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც მან ითამაშა, 2005 წელს გადაღებული „მიდიოდა მატარებელია“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]