როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზღვაო სფეროში საქართველოს სერიოზული გეგმები აქვს, მათ შორის მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.
გიორგი ქობულიას თქმით, მთავრობას მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს შესასრულებელი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებთან დაკავშირებითაც.
„თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მილიონია და მგზავრთნაკადი პრაქტიკულად ზღვარზეა. შარშან აეროპორტი 3.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ქუთაისში მიმდინარეობს ინვესტირება და ოთხჯერ უნდა გავზარდოთ მისი სიმძლავრე. 2019 წელს პრაქტიკულად დასრულდება აღნიშნული პროექტი და ოთხჯერ უფრო მძლავრი აეროპორტი გვექნება. ქუთაისში ძალიან დიდი ზრდა უნდა იყოს“, – განაცხადა ქობულიამ.
29-30 იანვარს თბილისში, „ტექნოპარკში“ ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ იმართება. ღონისძიება ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით ტარდება.