აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

18:08 - 09 აგვისტო 2017 hits 4949

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) შემოვლითი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. 15,5-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ბაკურციხის ცენტრიდან დაიწყება, გვერდს აუვლის სოფლების ბაკურციხის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდრის, სოფელ გურჯაანის, ქალაქ გურჯაანისა და სოფელ ჩუმლაყის დასახლებულ ტერიტორიებს და ახაშნის დასაწყისში გურჯაანი – თელავის გზას მიუერთდება.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ხელოვნური ნაგებობები, საგზაო სამოსი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებში შესასვლელები.

შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდება გზის ორივე მხარეს ნაგავსაყრელებად ქცეული ტერიტორიები, სადაც საქონელი ბალახობს. ნარჩენების დაახლოებით 10 % აზბესტისშემცველი მასალაა, აზბესტის ყველა ფორმა კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აზბესტი კიბოს ერთ-ერთი გამომწვევია და ამის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 107 ათასი ადამიანი იღუპება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს.

პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

Reginfo

„რეგინფო“ ახალი ამბების დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც შეიქმნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ick.ge) ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com